ფინანსები
15/04/2022

ვასილ ხოდელი ლიბერთის ტოვებს - ბანკის მმართველობაში ცვლილებები იგეგმება

სს ‘ლიბერთი ბანკის’ მმართველ გუნდში ცვლილებები იგეგმება. სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, 2022 წლის 1 მაისიდან ვასილ ხოდელი დატოვებს გენერალური დირექტორის პოზიციას და მას დაიკავებს ბექა გოგიჩაიშვილი.

სამეთვალყურეო საბჭო განაგრძობს ბანკის მხარდაჭერას და აქტიური მონაწილეობის მიღებას სტრატეგიული გადაწყვეტილებების პროცესში.

სს ‘ლიბერთი ბანკის’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მურთაზ კიკორიამ განაცხადა: ”ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა გულწრფელად დიდი მადლობა გადავუხადო ვასილ ხოდელს გაწეული სამუშაოსთვის და მისი წვლილისთვის ბანკის წამყვან, უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბებაში. ვასილ ხოდელის მმართველობის განმავლობაში, რომელსაც პანდემიის ძალიან რთული პერიოდი დაემთხვა, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება. 2019 წლიდან დღემდე შესრულდა მრავალი ამოცანა, რომელიც ბანკმა დაისახა მიზნად: ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, მენეჯმენტის გუნდის ფორმირება, საკრედიტო პორტფელისა და ზოგადად ბიზნესის დივერსიფიკაცია. ლიბერთის მენეჯმენტის გუნდს სრულ ნდობას ვუცხადებთ დასახული სტრატეგიის აღსრულების პროცესში, ვასილ ხოდელს კი ვუსურვებთ წარმატებას. ბექა გოგიჩაიშვილს აქვს 10 წლიანი გამოცდილება ფინანსური ანალიტიკისა და ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯმენტის მიმართულებით. ბექა ‘Hunnewell Partners Georgia’-ს 2017 წელს ინვესტიციების მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა და მას შემდეგ, აქტიურად იყო ჩართული ლიბერთი ბანკის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში. 2020 წლიდან კი იკავებდა ‘ლიბერთი ბანკის’ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას. მტკიცედ მჯერა, რომ მისი პროფესიული და პიროვნული თვისებები, ასევე ლიბერთის მმართველ გუნდთან თანამშრომლობის გამოცდილება სასიკეთოდ წაადგება ბანკს. წარმატებას ვუსურვებ ბექას და ლიბერთის მომავალი მიზნების მიღწევაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023