ფინანსები
19/11/2021

ვასილ ხოდელი: ახალი მენეჯმენტის მიზანია, ლიბერთი უნივერსალურ ბანკად გარდავქმნათ

„ლიბერთის ახალი მენეჯმენტის მიზანი ბანკის უნივერსალიზაციაა, ხოლო სტრატეგიული მიმართულება კი საცალო სეგმენტზე იქნება ორიენტირებული“, - ამის შესახებ გადაცემაში „საქმე“  სტუმრობისას „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა განაცხადა.

მან განმარტა, რომ არსებული სტრატეგიის მიხედვით, აქცენტი ბიზნეს (მცირე და საშუალო) მიმართულების განვითარებაზე გაკეთდება, რაც ბანკისთვის შედარებით ახალ ხაზს წარმოადგენს.

„ჩვენი მიზანია ბანკის უნივერსალიზაცია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ბანკის სტრატეგიული მიმართულება საცალო დაკრედიტებაზე იქნება ორიენტირებული, რაც მოქალაქეების ყველა სეგმენტისთვის მათზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს. ასევე, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, ბიზნეს მიმართულება წარმოადგენს. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა „ლიბერთის“ სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი ხაზია. უნდა აღვნიშნო,  რომ ბიზნესის მიმართულება ბანკისთვის შედარებით ახალია. შესაბამისად, ამ სეგმენტის განვითარებასთან ერთად, „ლიბერთი“ გაცილებით უნივერსალური ბანკი გახდება.  ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება“, - აღნიშნა ვასილ ხოდელმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022