
ფინანსები
10/08/2020
ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან ბანკებმა ₾177 მლნ-ის მოგება მიიღეს
ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან (საკონვერსიო ოპერაციები) ბანკებმა H1/2020-ში 177 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს (H1/2019-136 მლნ). ზრდა აპრილის ხარჯზეა, როცა სექტორმა 113 მლნ-ის მოგება მიიღო. მაის-ივნისში კი 74 მლნ-ით იზარალა.
სავალუტო სახსრების გადაფასებიდან ბანკების ზარალი 8 მლნ ლარია (H1/2019 – 9.2მლნ).
იანვარ-ივნისში საკონვერსიო ოპერაციებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი 91 მლნ საქართველოს ბანკმა მიიღო.
მსხვილაქტივებიანი ბანკების TOP 4 ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან
$£€/₾-H1/2020 |
$£€/₾-H1/2019 |
|
მლნ ლარი |
მლნ ლარი |
|
საქართველოს ბანკი |
91.5 |
56.4 |
თიბისი |
52.1 |
44.4 |
ვითიბი ბანკი |
9.7 |
16.3 |
ლიბერთი ბანკი |
6.1 |
5.2 |
წყარო: სებ-ი