ფინანსები
16/12/2021

ვახტანგ გორგასლის საკოლექციო მონეტის შეძენაზე სებ-ი წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს

ეროვნული ბანკი „საქართველოს მეფეების“ სერიიდან ვახტანგ გორგასლის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების წინასწარი შეკვეთით გაყიდვას იწყებს.

მონეტების გამოშვება 2022 წელსაა დაგეგმილი და მათი ზუსტი ღირებულება გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.

მონეტებზე წინასწარი შეკვეთები მიიღება ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით 2021 წლის 17 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან 2021 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა, წინასწარი შეკვეთისთვის უნდა გაიარონ ავტორიზაცია ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე და განათავსონ შეკვეთა.

მონეტების წინასწარი შეკვეთისას, მომხმარებელმა ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე,  ვერცხლის მონეტისთვის 50 ლარი, ოქროს მონეტისთვის კი - 1000 ლარი უნდა გადაიხადოს, რაც მონეტის სრული საფასურის შემადგენელი ნაწილია.

წინასწარი შეკვეთის განთავსებისა და შემდგომი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია "საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებელთან წინასწარი შეკვეთის თაობაზე" შეთანხმებაში, რომელიც განთავსებულია ფულის მუზეუმის ინტერნეტმაღაზიის ვებგვერდზე

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022