ფინანსები
12/06/2020

ვახტანგ ბუცხრიკიძე: წინ საინტერესო პერიოდი გველის

თიბისი ბანკის CEO დარწმუნებულია, რომ თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც თებერვალში იყო და მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის. ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ თიბისისთვის ახალი რეალობა გამოწვევებთან ერთად, ახალი შესაძლებლობების მომცემი აღმოჩნდა.

თიბისის გადაწყვეტილებით, გუნდის თითოეულ წევრს თავისუფლებას აძლევს აირჩიოს საიდან იმუშავებს - ოფისიდან, სახლიდან თუ მისთვის სასურველი ნებისმიერი სხვა ადგილიდან. კომპანიას მიაჩნია ეს გადაწყვეტილება თიბისელებს სამსახურისა და პირადი ცხოვრების უკეთ დაბალანსების შესაძლებლობას მისცემს.

„აქ და ახლა, თიბისი მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის და თანამშრომლებს უფრო მოქნილ, მათზე მორგებულ სისტემას სთავაზობს. ჩვენ მიმდინარე გამოწვევის დასაწყისშივე, მაშინ როდესაც თანამშრომლების 95% დისტანციურად მუშაობაზე გადავიყვანეთ, გააზრებული გვქონდა, რომ თიბისი აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო. გამოწვევებთან ერთად, ახალი რეალობა თიბისისთვის ახალი შესაძლებლობების მომცემი აღმოჩნდა, რამაც დაგვანახა, რომ დისტანციურ რეჟიმში ჩვენი გუნდის წევრები უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები არიან. ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარების შესაძლებლობით კი მათი მოტივაცია კიდევ უფრო იზრდება. თიბისიმ გრძელვადიანი, სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც თანხვედრაშია კომპანიის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება. წინ საინტერესო პერიოდი გველის“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

წლის ბოლომდე, ოფისში მუშაობას თიბისის თანამშრომლების მხოლოდ 25% შეძლებს, ამ პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმებიც.

Businesspartner