ფინანსები
22/11/2021

ვახტანგ ბუცხრიკიძე: თიბისის გუნდს აქვს ამბიცია, მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო მომსახურება

ინტერნეტ და მობაილ ბანკის სერვისებს ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ და ჩვენი დანერგილი მომსახურების სტანდარტები სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას - ციფრულ ტრანსფორმაციას, - ასე აფასებს თიბისის გენერალური დირექტორი Global Finance-ის მიერ თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელებას.

ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ თიბისის მიზანი ადამიანებისა და ბიზნესისთვის ცხოვრების გამარტივებაა.

"სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად გაერთიანდა ჩვენი გუნდი, რომელსაც ამოძრავებს ამბიცია, რომ საუკეთესო და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს. ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ ინტერნეტ და მობაილ ბანკის სერვისებს და ჩვენ მიერ დანერგილი მომსახურების სტანდარტები სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას - ციფრულ ტრანსფორმაციას. Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისიბიზნეს ინტერნეტბანკი ლიდერია არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონში, არამედ ახლა უკვე მსოფლიოშიც. მადლობას ვუხდი გუნდს, რომელმაც დაუღალავი შრომით საუკეთესო შედეგები მოუტანა თიბისის,  - განმარტავს ვახტანგ  ბუცხრიკიძე.

შეგახსენებთ, რომ ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-ი თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკი 2021 წელს მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა.

საქართველოში ბიზნეს ინტერნეტბანკი პირველად 2012 წელს სწორედ თიბისიმ შექმნა. თავისი არსებობის მანძილზე ბიზნეს ინტერნეტბანკი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა სხვადასხვა კატეგორიაში.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022