ფინანსები
02/12/2021

ვახტანგ ბუცხრიკიძე: TBC UZ-ის კაპიტალში EBRD-ისა და IFC-ის შემოსვლის მიზანი ზრდის მხარდაჭერაა

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე იმედოვნებს, რომ TBC UZ-ის კაპიტალში EBRD-ისა და IFC-ის შესვლა ციფრული ბანკის ზრდას შეუწყობს ხელს.

"ახლახან გავაფორმეთ მემორანდუმი EBRD-სა და IFC-სთან, რომლის მიხედვით თითოეული ინსტიტუტი შეიძენს TBC UZ-ის 20%-იან წილს, რომლის მიზანია TBC UZ-ის ოპერაციული ზრდის მხარდაჭერა და სექტორში კორპორატიული მართვის საერთაშორისო სტანდარტების ხელშეწყობა," – აღნიშნავს ვახტანგ ბუცხრიკიძე  ფინანსურ გამოცემასთან Global Finance.

შეგახსენებთ, რომ TBC UZ-ის კაპიტალში IFC-ისა და EBRD-ის კაპიტალში შესვლაზე გადაწყვეტილება შემოდგომაზე მიიღეს. გაჟღერდა მიზანიც საფინანსო ინსტიტუტებმა განგრძობად ზრდას უნდა შეუწყონ ხელი. მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით, საფინანსო ინსტიტუტები 20-20%-იან წილის სანაცვლოდ, თითოეული $9.4 მლნ-ის ინვესტიციას გაიღებს. TBC PLC კი TBC UZ-ში 60%-იან წილს დაიტოვებს.

TBC UZ პირველი ციფრული ბანკია უზბეკეთში, ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლის ოქტომბერიდან. როგორც ვახტანგ ბუცხრიკიძემ ავტორიტეტულ  ფინანსურ გამოცემასთან Global Finance საუბრისას აღნიშნა, TBC UZ სწრაფად იზრდება და წლის ბოლომდე მომხმარებელთა რაოდენობა 1 მლნ-ს მიაღწევს, თანამშრომელთა რაოდენობა კი 700-ს.

ვახტანგ ბუცხრიკიძე ბანკის გრძელვადიან სტრატეგიაზეც აცხადებს, რომლის მიხედვითაც გუნდი ციფრულ პლატფორმებს გეოგრაფიული გაფართოებისთვის გამოიყენებს და ყოველწლიურად ერთ ახალ ქვეყანაში შევა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022