ფინანსები
31/03/2021

ვახტანგ ბუცხრიკიძე - პრემიერთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება

საუბარი გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, - ამის შესახებ „თი-ბი-სი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, განათლების სფეროს, ბიზნესისთვის აუცილებელ ცვლილებებს, სოფლის მეურნეობას და ამ ინდუსტრიის განვითარების საკითხებს.

„ვისაუბრეთ მოკლევადიან საკითხებზე, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, არის საკითხები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის გრძელვადიან გადაწყვეტილებებს მოითხოვს, მაგალითად, ვისაუბრეთ განათლების სფეროზე, იმ ბიუროკრატიაზე, რომელიც საელმწიფო სექტორში არსებობს და რა არის ბიზნესისთვის აუცილებელი ცვლილებები, რაც აუცილებლად ჩასატარებელია. ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობაზე, თუ რა არის საჭირო ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის. იყო საუბარი, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და იქნება მრავალჯერადი შეხვედრები", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.