ფინანსები
04/08/2022

ვადის დამოკლებით დაკრედიტება 1%-ით შემცირდება

სამომხმარებლო სესხის ვადის დამოკლება დაკრედიტებას 1%-ით შეანელებს, - ვადის 4-დან, 3 წლამდე შემცირების მიზანი სებ-ის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, შალვა მხატრიშვილმა განმარტა.

15 აგვისტოდან 4 წლიან არაუზრუნველყოფილ სესხს მსესხებლის მხოლოდ ის კატეგორია მიიღებს, რომელიც PTI -ს (სესხის მომსახურების კოეფიციენტი) 3 წლიან ვადაზე დააკმაყოფილებს. ბანკის საკრედიტო ექსპერტების განმარტებით,  მოქმედი რეგულაციით, მსესხებელი სესხის დაგრძელვადიანებით თვის შესატან ულუფასაც იმცირებს და მოცულობას იზრდის. 15 აგვისტოდან  ვეღარ გაიზრდის და თავის შემოსავლის პროპორციულად, უფრო ნაკლები მოცულობით აიღებს. მსგავსი რეგულაცია, გაზაფხულზე უზრუნველყოფილ სესხებზე ამოქმედდა. მსესხებლის გადახდისუნარიანობა +3% მეტობით შეფასდა.

არაუზრუნველყოფილი სესხის ვადის 3 წლამდე დამოკლება სებ-ის პრეზიდენტმა ოთხშაბათის მპკ-ს შემდეგ დაანონსა, რაც როგორც ბანკებში გვითხრეს სექტორისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა.

ასე რომ სავალუტო რეგულაციას, ლარის დაასწრებს. სებ-ის პრეზიდენტის გაცხადებულ საზაფხულო ცვლილებამდე, საშემოდგომო, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დაანონსა. არჩილ მესტვირიშვილის ბრძანებით, სექტემბრიდან მსესხებლის დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვალდებულებები ჯამურში აღარ გაითვალისწინება. შედეგად სავალუტო სესხზე უფრო ნაკლებს მიუწვდება ხელი.

სებ-ის ზედამხედველების ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაციები ბანკს პორტფელის გაპრობლემებისგან დაიცავს, მსესხებლებს კი ჭარბვალიანობისგან. თუმცა ზრუნვას თავად მსესხებლები ვერ გრძობენ, რადგან სესხის გაძვირებით მდგომარეობა უმძიმდებათ.

H1/2022-ის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების პორტფელი 7 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის  830 მლნ ლარამდე მოდის სავალუტო სესხებზე.

სულ, საბანკო დაკრედიტება 43,7 მლრდ ლარია და თითქმის ნახევარი (21.2 მლრდ ლარის) სავალუტოზე  მოდის.

სამომხმარებლო სესხებში  (1.2 მლნ სესხია გაცემული) 378  მლნ ლარის  პრობლემური კრედიტები რჩება.  მათ შორის 5.5%-მდეა გამრობლემებული აშშ დოლარში, 5.7%-მდე ლარში და 4%-ის ფარგლებში ევროში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023