ფინანსები
04/08/2023

ვადიანი ანაბრის სარგებელი დოლარში გაიზარდა, ევროში შემცირდა

სავალუტო დეპოზიტების განაკვეთები (საშუალო შეწონილი) ივნისში 1%-ზე შენარჩუნდა. ლარში კი 8.7%-მდე გაიზარდა (+0.4%პ m.m).

თუმცა ვადიან ანაბრებზე განაკვეთები შემცირებულია. სებ-ის "თვის მიმოხილვით"რეზიდენტების ლარის ვადიანი დეპოზიტების სარგებელმა 11.8% შეადგინა (-0.1%პ m.m).

ევროს დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი 0.8%-მდე (-0.6%პ) შემცირდა. აშშ დოლარში დენომინირებული ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი კი 1.6%-მდე გაიზარდა (+0.3%პ m.m).

დეპოზიტების დოლარიზაცია ივნისში 0.2 %პ-ით, 51%-მდე გაიზარდა. მ.შ. იურიდიული პირების 38.5%-მდე გაიზარდა, ფიზიკური პირების კი 0.7 %პ-ით, 66.2%-მდე შემცირდა.

საცალო ვადიანი ანაბრების დოლარიზაცია 61.5%-ია (+0.2%პ m.m).