ფინანსები
09/08/2023

უძრავი ქონების ტრანზაქციები გაზრდილია - ბანკების ბიზნესპორტფელი დარგობრივ ჭრილში

უძრავი ქონების ოპერაციები (ყიდვა-გაყიდვა გაქირავება,კვლევები) ივლისში, ივნისთან შედარებით გაზრდილია. H1/2023-ისთვის 2.8 მლრდ ლარს აღემატება (06/2023 -₾ 2,78 მლრდ) და ბანკების კორპორაციული სესხების პორტფელში 13,6%-იანი წილით არის წარმოდგენილი (H1/2022 -11,8%; H1/2021 -11,1% )

სექტორი ყველაზე მოცულობითი პორტფელით 2022-ის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იყო წარმოდგენილი. უძრავის ქონების ტრანზაქციები, სექტორულ ჭრილში მეოთხეა. პირველ 3 ადგილს ტრადიციულად ვაჭრობა/მრეწველობა/მშენებლობა იკავებს.

დარგობრივ ჭრილში მრეწველობა/ ვაჭრობა/მშენებლობის ჯამური წილი 59%-ია. ყველაზე მცირე წილით - 1.3% განათლების სფეროა (265 მლნ) წარმოდგენილი.

 ბანკების ბიზნესპორტფელი დარგობრივ ჭრილში (H1/2023)

  პორტფელი  წილი 
ვაჭრობა  4,44 მლრდ 21,3%
მშენებლობა 3,96 მლრდ 19.0%
მრეწველობა  3,88 მლრდ 18,6%
უძრ.ქონ 2,84 მლრდ 13.6%
HoReCa* 1,54 მლრდ  7,4%

წყარო: სებ-ი

* (საოჯახო სასტუმროების და ინდმეწარმეეების სესხების გარეშე)

Businesspartner

მთავარი სიახლეები