ფინანსები
20/07/2023

თურნავამ მომავალ მიკრობანკებს უმასპინძლა

მიკრობანკების ზედამხედველობის საკითხები იყო სებ-ის მენეჯმენტთან მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენელთა ხუთშაბათის შეხვედრის მთავარი სამსჯელო.
 
MBC-ის რისკების დირექტორის ნინო დევდარიანის თქმით, გაცნობითი ხასიათის ამ შეხვედრის ფორმარტი მიკრობანკის კანონის მუხლობრივ განხილვის საშუალებას არ იძლეოდა. თუმცა ჩაინიშნა მორიგი შეხვედრა, სადაც მიკრობანკის ლიცენზიის მაძიებლები ზედამხედველთან წესებს დეტალურად გაივლიან. 
 
ამასთან  დევდარიანმა აღნიშნა, რომ ასოციაცია სებ-თან მუდმივ კონსულტაციის რეჟიმშია. გარკვეული შეთანხმებებიც შედგა ვალდებულბების გადავადებაზე, მ.შ. ანგარიშგების ნაწილში. 
 
ასევე შეხვედრაზე ოსაუბრეს სებ-ის დამსახურებებზე, რეფორმის შედეგად, როგორ გაუმჯობესდა კორპორატიული კულტურა და რისკების მართვა. და როგორ გათავისუფლდა ბაზარი ნაკლებ კვალიფიკაციური და არასანდო ორგანიზაციებისგან.