ფინანსები
22/12/2020
თურქულ ბანკებში აფხაზური ბარათების გამოყენება იქნება შესაძლებელი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეროვნული ბანკი თურქული ბანკების მიერ "აპრას" World - ბარათების მომსახურების დაწყებაზე იტყობინება.
ე. წ აფხაზეთის ეროვნული ბანკი წერს, რომ „ეროვნულმა“ საგადასახადო სისტემამ ანგარიშსწორების სისტემა ”აპრა”-ს ბარათების თურქეთთან სისტემათშორისი ოპერაციების საპილოტე პროექტი დაიწყო.
"პროცესის ავტორიზაცია, კლირინგი და ოპერაციები წარმატებით დასრულდა, რომელიც თურქეთის უმსხვილესი ბანკების Is Bank-ის და Ziraat Bank-ის ქსელის ტერმინალებში განხორციელდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ანგარიშწორების სისტემასთან ”აპრა”-ს World - ბარათები რუსეთში, ბელარუსში, უზბეკეთში, სომხეთსა და თურქეთში მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ Is Bank -ი და Ziraat Bank-ი საქართველოში უკვე წლებია ოპერირებენ.