ფოტო: UNWTO
ფინანსები
19/03/2022

ტურიზმის დაკრედიტება ბანკებს რისკებს უზრდის

ბანკების პორტელში ყველაზე პრობლემური ტურიზმის სექტორისთვის გაცემული სესხები რჩება, მათ შორის, ლარის პორტფელი უფრო გაფუჭებულია, აშშ დოლარის კი შედარებით გაჯანსაღებული.

სხვა მიზნობრივი კრედიტებისგან განსხვავებით, ბანკების კორპორატიულ სესხებს შორის სასტუმრო და ტურისტული ბიზნესპორტფელი პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა და სუბსიდიის მიუხედავად პანდემიამდელ პოზიციას ჯერ ვერ იბრუნებს.

სებ-ის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლისთვის 263 მლნ ლარის ვადაგადაცილებული სესხებიდან, ლარის კრედიტებზე 50 მილიონის (13.1%) ქეისი მოდის. აშშ დოლარში გაპრობლემებულია 102 მლნ ლარის (9,7%) და ევროში 133 მლნ ლარის (9.3%).

 

₾არი

აშშ დოლარი

ევრო

01.02.2022

13,1%

9,7%

9,3%

01.02.2021

12,5%

16,4%

8,5%

როგორც იცით, უმოქმედო სესხები (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო) 100%-მდე სარეზერვო მოთხოვნით რეგულირდება. 01.02.2022-ის მდგომარეობით, სასტუმრო და ტურისტული მიმართულებით 2.8 მლრდ ლარის სესხებია გაცემული და 283 მილიონის გაპრობლემებულია.

ბანკები მთლიანი სესხებით

 

 

 01.03.2022

 

 მლრდ ₾

 1

თიბისი ბანკი

16,702,

 2

საქართველოს ბანკი                   

15,536

 3

ლიბერთი

1,987

 4

ვითიბი

1,543*

 6

კრედო                     

1,500

 6

პროკრედიტ ბანკი                     

1,360

 7

ბაზისბანკი

1.236

შენიშვნა: ვითიბის პორტფელის გაყიდვის ცვლილება ჯერ არ არის ასახული

Businesspartner