ფინანსები
04/04/2023

"თუ რეფინანსირების განაკვეთი იგივე დარჩება, სექტორში 10-11%-იანი ზრდა იქნება მოსალოდნელი“

თუ რეფინანსირების განაკვეთი იგივე მაჩვენებელზე დარჩება, მიმდინარე წელს საბანკო სექტორში საკრედიტო საქმიანობით დაახლოებით 10-დან მაქსიმუმ 11%-იანი ზრდა იქნება მოსალოდნელი. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-თან TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საბანკო სექტორში რეგულაციების გამკაცრების მიზანი სასესხო აქტივობების შემცირება იყო და ეს ტრენდი მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა.

“ინფლაცია თებერვალში გაცილებით დაბალი იყო. მონაცემები 8%-დან 5%-მდე შემცირდა, ეს არის წლიური მაჩვენებელი, ხოლო თვიური მაჩვენებელი დეფლაციაში გადაიზარდა, ანუ აქ საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს,”-აღნიშნავს ბუცხრიკიძე.

როგორც TBC ბანკის გენერალური დირექტორი აცხადებს, საპროცენტო განაკვეთის შემცირება გამოიწვევს ასეულობით ათასი საქართველოს მოქალაქის, რომლებიც სესხით სარგებლობენ, მათი საპროცენტო განაკვეთის შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს სესხები ლარში აქვთ გამოტანილი, შესაბამისად თუ რეფინანსირების განაკვეთის სწრაფად შემცირება მოხდება, საპროცენტო განაკვეთი მათაც შეუმცირდებათ.

 

Businesspartner