ფინანსები
16/10/2023

ცვლილების პროექტები მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესში

საქართველოს ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესში შესატანი ცვლილების პროექტებს აქვეყნებს.

ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში არსებულ მონაცემთა ბაზას. ის უნდა მოიცავდეს მომხმარებელთა შესახებ ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას, რომლის უზრუნველსაყოფად ბოლო წლებში პერიოდულად ხდებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის დაზუსტება.

მიმდინარე ეტაპზე, ცვლილების პროექტების შემუშავება არსებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით განხორციელდა, რომელიც სესხის გამცემი ორგანიზაციების მიმართ დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფის აუცილებლობითაა განპირობებული.

კერძოდ, მნიშნელოვანია, დაზუსტდეს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება "საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესიდან" გამომდინარე სებ-ის წერილობითი მითითების შეუსრულებლობაზე (მათ შორის, განმეორებით და მრავალჯერადად შეუსრულებლობის შემთხვევაში) ფულადი ჯარიმების დაკისრების მიმართულებით.

ცვლილების პროექტები ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია | სესხის გამცემი სუბიექტები)

ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას დაინტერესებული მხარეებისგან მიიღოს მოსაზრებები და კომენტარები 2023 წლის 16 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე - CIBS@nbg.gov.ge  

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022