ფინანსები
28/06/2023

"წლის ბოლომდე ლარში საპროცენტო განაკვეთის კორექტირება მოხდება"

„ლარში საპროცენტო განაკვეთი, წინა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ უკვე შემცირდა  და წლის ბოლომდე კორექტირება კიდევ  მოსალოდნელია.“ - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნეს პოსტს“ საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე, ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.

მისი პროგნოზით, ლარში საპროცენტო განაკვეთის მკვეთრ შემცირებაზე  საუბარი რთულია, ვინაიდან ამ ცვლილებებზე არაერთი განმაპირობებელი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორისაა კაპიტალზე ზეწოლა.

„დღეს კაპიტალზე ზეწოლა საკმაოდ მაღალია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ  კონტრციკლური ბუფერის საბაზისო მაჩვენებელი  1%-ით განისაზღვრა. ასევე AFRS-ზე გადასვლაც დამატებითი კაპიტალის მოზიდვას მოითხოვს,”-აცხადებს ძნელაძე.

როგორც საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, იმისდა მიუხედავად, რომ კომერციულ ბანკებს მოგების ნორმალური მაჩვენებლები აქვთ, ამან შესაძლებელია მაინც ვერ უზრუნველყოს ჯერ კაპიტალის მოთხოვნის დაკმაყოფილება და შემდეგ, საბანკო სექტორში საკმაოდ მაღალი ზრდის გაჩენა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვები გარკვეულ წინაღობას ქმნის და სამომხმარებლო სესხებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. თუმცა, ძნელაძე განმარტავს,  რომ მკაცრ შეზღუდვებს მოკლევადიანი ეფექტი აქვს. 

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ბიზნესზე ასახვას, მთავარი ინდიკატორი მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო პორტფელისა და ზრდის მაჩვენებელია.

მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი კორპორატიული სესხების პორტფელს თითქმის უტოლდება   და უკანასკნელი მეხუთე-მეექვსე წელია კარგი ზრდის მაჩვენებელია ამ მიმართულებით, რაც ზრდის ტემპზე გრძელვადიანი ეფექტით აისახება.

მისი მტკიცებით,  რთულია პროგნოზირება, თუმცა ცალსახაა, რომ ბიზნესები უფრო მზად არიან სესხის ასაღებად. ამაზე მეტყველებს მათი კაპიტალის ზრდის მაჩვენებლები და აღდგენის ტემპი.

საბანკო ასოციაციის თავმჯდომარის მტკიცებით, მსოფლიოში დღეს ინფლაციის წნეხის გარდა, ლაპარაკია როგორი იქნება წლევანდელი და მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. ამის მიუხედავად, მსოფლიოში კვლავ ებრძვიან ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს, რომელიც საქართველოში დაბალ ნიშნულზეა და წლის განმავლობაში არ ელიან მკვეთრად ზრდას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023