ფინანსები
25/05/2022

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა - კობა გვენეტაძემ Euromoney-ის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

24-25 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ესწრებოდნენ ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და ცენტრალური ბანკის მმართველები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - "ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა: როგორ და რატომ?". საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა ციფრული ვალუტის მნიშვნელობაზე  და ყურადღება გაამახვილა ციფრული ლარის განვითარების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

“ფინანსური ჩართულობა ნამდვილად შეიძლება ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) ერთ-ერთ უპირატესობად ჩაითვალოს. თანამედროვე ტექნოლოგიები ბევრად უფრო სწრაფ და ხელმისაწვდომ სერვისს გვთავაზობს, ვიდრე ტრადიციული საბანკო სერვისები; ასევე არსებობს ციფრული ვალუტით ინტერნეტის გარეშე სარგებლობის საშუალებები. შესაბამისად, მოსახლეობის იმ ნაწილზე წვდომა, რომელიც ამ შესაძლებლობას მოკლებულია, უფრო მარტივდება. თუმცა, საქართველოსთვის ფინანსური ჩართულობა  CBDC-ის   მთავარი სარგებელი  ნამდვილად არ არის.  ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, რომ ის თანამედროვე ტექნოლოგიებს იმგვარად იყენებს, რომ საბოლოო მომხმარებლებისთვის ფინანსური მომსახურება უფრო ეფექტიანი, იაფი და მარტივი გახადოს და არა-ფინანსურ სექტორში ზოგიერთი პროცესიც კი ჩაანაცვლოს  მაგალითად, როგორიცაა ქონების რეგისტრაცია. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვალუტების მთავარი მახასიათებელი, რომელიც ინვესტორებს იზიდავს, მათი ანონიმურობა და სპეკულაციური ბუნებაა. მეორე მხრივ, CBDC-ებმა იგივე ან მსგავსი ტექნოლოგიით მეტი გამჭვირვალობა და ღირებულების მეტი სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს. ნებისმიერი აქტივი ფულად რომ ჩაითვალოს, ღირებულების მარაგი უნდა უზრუნველყოს. აშკარაა, რომ ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული ვალუტები უფრო მეტ საიმედოობას გვთავაზობს,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023