ფინანსები
27/07/2022

წელს საბანკო სექტორი 20%-იან მომგებიანობაზე გავა

ბანკების მაღალი მოგება განპირობებული იყო ბანკების საკრედიტო დანაკარგების სარეზერვო ხარჯის სიმცირით, - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ, სექტორის 2021 წლის მომგებიანობაზე (₾2,08 მლრდ ) დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ბანკებმა 1.2 მლრდ ზარალი ნახეს კოვიდის შოკით, რომელიც ფარავდა 3 წლის ჯამურ შოკს, შესაბამისად მომდევნო წლებში სექტორს ზარალი აღარ უნახავს.

ლეჟავამ აღნიშნა, რომ 2020 წელს კაპიტალზე ბანკების მომგებიანობა 2% იყო, ინვესტორების მოლოდინზე 10-ჯერ ნაკლები.

საფინანო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დეპუტატებს კონცეპტუალურადაც უპასუხა, რომ კონკურენციის პირობებში ცალკეული კომპანიის ზემოგებაზე გასვლა გამორიცხულია. ისე რომ ინვესტორების მოლოდინს გადააჭარბოს, რადგან საბანკო პროდუქტებზე ფასდადება ინვესტორების მოლოდინის შესაბამისად ხდება და ეს მოლოდინი კაპიტალზე 20%-იანი უკუგებაა.

საქართველოს საბანკო სექტორის მომგებიანობა კი 17-18%-ის ფარგლებში მერყეობს. როგორც პაპუნა ლეჟავამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მისი მოლოდინით წელს საბანკო სექტორი 20%-იან მომგებიანობაზე გავა. H1/2022-ის მონაცემებით, კაპიტალზე უკუგება (ROE გაწლიურებული) 20.7%-ია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023