ფინანსები
12/04/2023

"წელს აუცილებლად მოხდება ამ კანონის მიღება“ - რა ეღირება ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა

ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში წელს უნდა მოხვდეს და ის საკანონმდებლო ორგანომ წელსვე უნდა მიიღოს - ეს განცხადება  "სადაზღვევო კავშირის" აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ, პროცესში ჩართულ კომპანიებზე დაყრდნობით, გადაცემა„ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას გააკეთა.

„სადაზღვევო ინდუსტრია ბოლო თვეებია, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სააგენტოსა და  ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, პირადად მინისტრის ჩართულობით ძალიან ინტენსიურად მუშაობს კანონპრპექტზე. იქ ისეთი ტექნიკური და საინტერესო დეტალებია გავლილი, რომ, მათივე თქმით, ეს მოხვდება წელს პარლამენტში და აუცილებლად მოხდება ამ კანონის მიღება.

ჩვენი ინდუსტრია ძალიან დიდი ხანია ამ დაზღვევის მოლოდინშია. რიგი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ხდებოდა ამ ვადების გადაწევა. ამასთან, ეს ერთერთი ევრომოთხოვნაა. რეგიონში, ჩვენმა მეზობლებმა ეს დაზღვევა 9-10-11 წლით ადრე მიიღეს, რომ აღარაფერი ვთქვა ევროპულ ქვეყნებზე,“ - განაცხადა ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირისთვის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების დაზღვევას ავალდებულებს.

ყოველთვიურად რა თანხის გადახდა მოუწევთ ავტომფლობელებს სავალდებულო დაზღვევაში, უცნობია, წინა პროექტში კი მსუბუქი ავტომობილებისთვის საუბარი იყო წელიწადში 100-150 ლარამდე პრემიაზე.

2022 წლის მონაცემებით საქართველოში 1 მილიონ 563 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული, აქედან დაზღვეული მხოლოდ 7 პროცენტია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023