ფინანსები
04/03/2022

ტრანზაქციების მომსახურება 14 რუსულ ბანკს ეზღუდება

საქართველოდან ფულის გადარიცხვა, ისიც მხოლოდ რუსულ რუბლებში, ამ დროისთვის და 26 მარტამდე, მხოლოდ 3 რუსული ბანკის მეშვეობით არის შესაძლებელი.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, ტრანზაქციები შესაძლებელია "სოვსომბანკით", "ვნეშეკონომ" და "ოტკრიტიე ბანკის" მეშვეობით. შავ სიაში 14 ბანკია, მათ შორის "ვითიბი", "სბერბანკი", "ბი ემ ბანკი", "ექსიმ ბანკი", "ნოვიკომ ბანკი", "ოზონ ბანკი", "ვიეტნამ ბანკი" (Goint Bank).

სწრაფ გზავნილებზე, როგორც ცნობილია ჯერ შეზრუდები არ არის. BOGG –ის ინფორმაციით,  გარკვეული გამონაკლისები დაწესებული აქვს გზავნილების სისტემებს. კონტაქტის გზავნილი ვერ ნაღდდება ევროში, "იუნისტრიმით" გადმორიცხვა არც ევროში და არც დოლარში. შესაძლებელია მხოლოდ რუბლში.

საქართველოდან დოლარში ევროსა და ლარში გზავნილებს ემსახურება რია, ზოლოტაია "კორონა", "ვესტერნ იუნიონი", "მანიგრამი" და "კონტაქტი".

ამ დროითვის რუბლის კურსი 0.0185 ლარია, 100 რუბლს მომხმარებელი გაყიდის 1.85 ლარად (იყიდის 4.48 ლარად).

ომის დაწყებიდან რუბლის კურსი 2-ჯერ დაცემულია, რუსეთის ეკონომიკურ იზოლაციამდე რამდენიმე დღით ადრე, 100 რუბლი 3,8 ლარად ხურდავდებოდა.

უკრაინაში გადარიცხვები საკომისიოს გარეშეა.

Businesspartner