ფინანსები
29/09/2023
TOP 7 ბანკი სესხებით - სექტორის საკრედიტო დაბანდება 49 მლრდ ლარია
ბანკების სასესხო პორტფელი აგვისტოში 24 მლნ ლარით (01.08.2023: 48,69 მლრდ; +0.5%m.m) 48.933 მლრდ ლარამდე გაიზარდა, - სებ-მა მონაცემები IFRS სტანდარტით გამოაქვეყნა, რომელიც მილიარდ ლარამდე ცდება, მანამდე, GAAP-ით (ანგარიშგება სებ-ის მეთოდოლოგიით) წარმოდგენილს.
როგორც სებ-ს აქვს გაცხადებული, მეტობა დარეზერვების სქემის ცვლილების შედეგია. შესაძლო დანაკარგებისთვის სექტორს უფრო ნაკლები ბუფერი მოეთხოება. სექტემბრის მდგომარეობით (01.09.2023) სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვი 1.03 მლრდ ლარამდეა.
TOP 7 ბანკი საკრედიტო პორტფელით (000 ₾)
01.09.2023 | |
თიბისი ბანკი | 19,143,392 |
საქართველოს ბანკი | 18,181,270 |
ლიბერთი | 2,776,023 |
ბაზისბანკი | 2,252,175 |
კრედო ბანკი | 1,914,914 |
ტერა ბანკი | 1,225,450 |
პროკრედიტ ბანკი | 1,124,953 |
წყარო: კომერციული ბანკები (IFRS-ით)