ფინანსები
29/11/2020

TOP 5 ქართული სადაზღვევო კომპანია ბაზარზე ანაზღაურებული ზარალის მიხედვით

2020 წლის 9 თვის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიამ მომხმარებლებს 433,2 მილიონი ლარი აუნაზღაურა. 

ბაზარზე ანაზღაურებული ზარალის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ - 47,29 მილიონი ლარი

სს „სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი“ – 47.12 მილიონი ლარი

სს „იმედი L“ -34,08 მილიონი ლარი

სს „თიბისი დაზღვევა“ -24,63 მილიონი ლარი

სს „არდი“ – 24,54 მილიონი ლარი

2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2020 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა  513,4 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 976,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 282,7 მილიონ ლარს.