ფინანსები
01/03/2021

თიბისიში ნიკოლოზ ენუქიძე არნე ბერგრენმა ჩაანაცვლა

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ პოსტზე ნიკოლოზ ენუქიძე 62 წლის არნე ბერგრენმა ჩაანაცვლა.

არნე ბერგრენი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი თიბისიში 2019 წლიდან იყო.

ნიკოლოზ ენუქიძე კი საბჭოს შემადგენლობაში არააღმასრულებელი დირექტორის პოსტზე დარჩება.

შეგახსნებეთ, რომ ენუქიძეს თანამდებობის დატოვება ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის სტანდარტების შემოღებამ განაპირობა.

კორპორაციული მართვის კოდექსის განახლებული ვარიანტით, დაზუსტდა და  დაიხვეწა სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის კრიტერიუმები, თუ აქამდე 9 წლის მანძილზე ითვლებოდა პირი დამოუკიდებელ წევრად, ახლა 7 წლის მანძილზე ჩაითვლება. 

ამავდროულად აბიჯიტ აკერკარი დაინიშნა რისკების კომიტეტის თავმჯდომარედ, ცირა კემულარია კი არჩეულია როგორც TBC PLC საბჭოს, ასევე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დროებით უფროს დამოუკიდებელ დირექტორად.

არააღმასრულებელ დირექტორებად რჩებიან ნიკოლოზ დომინიკ ჰააგი და ერიკ ჯ. რაჯენდრა.

აღსანიშნავია, რომ თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ხელმძღვანელი არნე ბერგრენი ამავდროულად კვიპროსის ბანკისა და პირეუსის ბანკის საბჭოს წევრია. აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტუტუტებში მუშაობის გამოცდილება.

ნიკოლოზ ენუქიძე 2016 წელს თიბისი ბანკის ჯგუფის პრემიუმ ლისტინგში გადასვლის შემდეგ, დაინიშნა დირექტორთა საბჭოს უფროს დამოუკიდებელ წევრად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022