თიბისიში ლარის განაღდების საკომისიო იცვლება
TBC-ის მომხმარებლისთვის, მიმდინარე ანგარიშიდან თანხის ფილიალში განაღდების საკომისიო 20 ოქტომბრიდან 0.6%-ით განისაზღრება. ასევე 0.6% ეღირება ფიზიკური პირისთვის მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშიდან თანხის გატანაც. ამ დროისთვის 0.2%-იანი ტარიფი მოქმედებს. ცვლილება საბარათე განაღდებებს არ ეხება.
იურიდიული პირის მომსახურების ტარიფიც უცვლელი რჩება. ბანკის ფილიალიდან თანხის გატანის საკომისიო, 3 000 ლარამდე 2%-ია, >₾ 3 000-დან 0.2%. უცხოურ ვალუტაში კი 0.6%.
როგორც იცით, ბანკი მიმდინარე ანგარიშზე კლიენტს სარგებელს არ ურიცხავს. მოთხოვნამდე "ჩემი სეიფი" ლარში, აშშ დოლარსა და ევროში წლიური 5%, 0.3%,0%-ად თავსდება. შემნახველის წლიური სარგებელი ლარში 2%-ია დოლარში 0.1%, ევროში არ იდება.
სექტემბრის მდგომაროებით (იანვარ-აგვისტო) IFRS ანგარიშგებით, თიბისიში, ფიზიკური პირების 9.3 მლრდ ლარის და იურიდიული პირების 7.9 მლრდ ლარის დეპოზიტებია (მიმდინარე, მოთხოვნამდე, ვადიანი).