ფინანსები
11/08/2020

თიბისის ციფრული ბარათი ონლაინ გადახდებისთვის

აქ და ახლა თიბისი და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობენ. დღეიდან უკვე შესაძლებელია ციფრული ბარათი ელექტრონული კომერციისთვისაც გამოიყენოთ და კიდევ უფრო გაიმარტივოთ ცხოვრება.

31 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებლებს ონლაინ  სივრცეში, ქართულ თუ უცხოურ საიტებზე, ციფრული ბარათით გადაიხდისას, გადახდილი თანხის 10 % უკან დაუბრუნდებათ.

ციფრული ბარათი, რომელიც თიბისიმ და ვიზამ მომხმარებლებს აპრილში შესთავაზა ინოვაციური პროდუქტია, ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის  ალტერნატივაა და უამრავ უპირატესობას მოიცავს.

ამასთანავე, ის პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

რა უპირატესობები აქვს ციფრულ ბარათს:

 

  • მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
  • საჭირო აღარაა ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;
  • ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია, ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;
  • ციფრული ბარათი არასოდეს დაგეკარგებათ;
  • ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში;
  • ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet;
  • Apple Wallet-ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია Apple Pay-ით თანხის განაღდება.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023