ფინანსები
24/11/2020

თიბისის ტოპ-მენეჯმენტმა ბანკის 1.75 მლნ ფუნტის აქციები გაყიდა

თიბისის ტოპ-მენეჯმენტმა ბანკის 1.75 მლნ ფუნტის (7.69 მლნ ლარის) აქციები გაყიდა.

სექტემბრის მეორე ნახევარში განხორციელებული ტრანზაციების შესახებ ახლახანს გახდა ცნობილი.

ბანკის გენერალურმა დირექტორმა აქციების პორტფელიდან 53 500 აქცია გაასხვისა, მისმა მოადგილეებმა ნიკოლოზ ქურდიანმა 33 000 აქცია, გიორგი შაგიძემ 55 000 აქცია.

გიორგი შაგიძემ თიბისი ბანკი უკვე დატოვა, თუმცა წლის ბოლომდე თიბისიში მრჩევლის სტატუსით რჩება. ის  საქმიანობას ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს და ძალებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მოსინჯავს. ერთ-ერთი სექტორი ენერგეტიკა იქნება.

 

 

Businesspartner