ფინანსები
01/02/2021

თიბისის შვილობილმა Yelo Bank-მა აზერბაიჯანში პანდემიური წელი მყარი პოზიციებით დახურა

აზერბაიჯანის ბაზარზე თიბისის შვილობილი Yelo Bank-ი მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.

Yelo Bank-მა პანდემიური წლის ბოლო კვარტალი წარმატებით $181,5 მლნ-იანი (308,3 მლნ მანათი) საკრედიტო პორტფელით დაასრულა (2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +$2,35 მლნ).

სააგენტო Trend.az-ის მონაცემებით, ბიზნეს კრედიტების პორტფელი წლიურ 18%-იან ზრდას აჩვენებს.

ბანკის მთლიანი აქტივები კი $230,12 მლნ-მდეა.

კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი 16,04%-ია. ეს ბანკის კაპიტალის მაღალ სტაბილურობაზე მიათითებს, რამდენადაც დაახლოებით 2-3-ჯერ აღემატება დადგენილ ნორმებს.

ბანკმა 2020 წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით საწესდებო კაპიტალი 5,6%-ით 378 მლნ მანათამდე ($222,5 მლნ) გაზარდა და ლიკვიდურობის მაღალი მაჩვენებელი მთელი პანდემიური წლის განმავლობაში შეძლო.

პანდემიური წლის ბანკმა ლიკვიდურობის მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნება შეძლო.