ფინანსები
27/07/2020

თიბისის შვილობილი ბანკი აზერბაიჯანში პოზიციებს იმყარებს

თიბისი ბანკი აზერბაიჯანის ბაზარზე პოზიციებს იმყარებს.

თიბისის შვილობილმა Yelo Bank-მა 2020 წლის მეორე ნახევარში დაკრედიტების მაჩვენებელი თითქმის 0,5 მლნ-ით, 162,2 მლნ დოლარამდე გაზარდა.

2020 წლის 30 ივნისის მონაცემებით, ბანკის აქტივები 265,6 მლნ დოლარია, საკრედიტო პორტფელი 180 მლნ დოლარი, დეპოზიტები 180 მლნ დოლარს აჭარბებს. Yelo Bank-მა წლის დასაწყისიდან 2000 ბიზნეს სესხის რესტრუქტურიზება (დაახლოებით 26 მლნ დოლარი) მოახდინა.

პანდემიის ფონზე, ბანკმა წლის პირველი ნახევარი 4.3 მლნ-იანი ზარალით დაასრულა.

Yelo Bank-ის CEO ნიკოლოზ შურღაია Trend-თან ამბობს, რომ მეორე კვარატლში პანდემიით გამოწვეული დისტანცირების მიუხედავად, ბანკმა დააკრედიტა ფაქტობრივად ყველა სფერო, რომელსაც პანდემიის პირობებში ფუნქციონირების შესაძლებლობა ჰქონდა.

გარდა ამისა, შურღაიას თქით, ბანკმა მომხმარებელს არსებული რეალობის ფონზე პრობლემის მოგვარების არაერთი შესაძლებლობა შესთავაზა.

2019 წელი Yelo Bank-მა 1.5 მლნ-იანი მოგებით დაასრულა. ბანკი მოგებაზე გასვლას 2020 წლისთვისაც გეგმავდა, თუმცა პანდემიამ გეგმების კორექტირებისკენ უბიძგა. “ვფიქრობთ, წლის ბოლოს მოგებით დავასრულებთ და თუ მოგებაზე წლის ბოლოსთვისაც ვერ გავალთ, მაშინ 2021 წელს აუცილებლად”, – აცხადებდა ჯერ კიდევ აპრილში აზერბაიჯანულ მედიასთან შურღაია.

Businesspartner