ფინანსები
22/06/2022

თიბისის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების ისტორია გლობალური ექსპერტის სტატიაში

გლობალური ლიდერი მომხმარებლის გამოცდილების დარგში შონ ბელდინგი აქვეყნებს სტატიას თიბისის შესახებ. ის აღნიშნავს თიბისის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და ზრუნვას მომხმარებლების მიმართ.

„ვინ თქვა, რომ ბანკებს არ შეუძლიათ WOW გამოცდილების შექმნა?“ - ამ სათაურის მქონე ბლოგში ავტორი გვიყვება თიბისის გუნდის წევრებისა და მომხმარებლების ისტორიებს, რითაც ხაზს უსვამს ბანკის კულტურას, ყველა სიტუაციაში იზრუნოს მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე, მაშინაც კი, როდესაც საკითხი სცდება საბანკო მომსახურებას.

ბელდინგ გრუფმა (The Belding Group) ტერმინის - „„WOW” მომხმარებელთა გამოცდილება“, მკაფიო და რაოდენობრივად განსაზღვრული განმარტება შეიმუშავა. ამ განმარტების მახასიათებლების მეშვეობით მომხმარებელთა გამოცდილება გაზომვადი ცნება გახდა და სხვადასხვა კომპანიებმა მასზე დაყრდნობით იპოვეს მომხმარებელთა გამოცდილების სამიზნე წერტილი. ეს გულისხმობს დამატებით ძალისხმევას კომპანიის მხრიდან, რომელიც ერთი სიტყვით ათქმევინებს “WOW-”ს. სტატიაში სწორედ ის სამი ისტორიაა მოყვანილი, რომლებიც მომხმარებლებს ათქმევინებენ “WOW”-ს. ბელდინგის მიხედვით, თიბისის მომხმარებელთა გამოცდილება იდეალურთანაა მიახლოებული, როგორც ბელდინგ გრუფი უწოდებს, თიბისი არის „customer service unicorn“.

გერმანელი ტურისტის, მომხმარებლისთვის გახსნილი ბიზნეს Facebook გვერდისა და შუა გზაზე გაფუჭებული მანქანის საინტერესო ისტორიები, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ორიგინალ სტატიაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022