ფინანსები
09/10/2023

თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ

თიბისის და ქუთაისის მერიის ინიციატივით, ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის, მოსწავლეებმა მგზავრობისას თიბისის მოსწავლის Visa/Mastercard ფიზიკური ბარათი უნდა გამოიყენონ. მგზავრობის რაოდენობა შეზღუდული არ არის. სატრანსპორტო შეღავათი გავრცელდება თიბისის ქუთაისის ფილიალებში გაცემულ მოსწავლის ბარათებზე. ახალი მომხმარებლებისთვის, სატრანსპორტო შეღავათი ბარათის აღებიდან 2 სამუშაო დღეში გააქტიურდება.

ქუთაისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათი ვრცელდება ასევე თიბისის სტუდენტის ბარათის  ფლობელებისთვისაც. ქუთაისის უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების 33 ათასზე მეტ სტუდენტს ნახევარ ფასად შეუძლია
მგზავრობა.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, შესაბამისად მათზე მორგებული პროდუქტების, სერვისებისა და შეთავაზებების შექმნა ბანკისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022