ფინანსები
04/10/2023

თიბისის მორიგი Tech Meetup-ი Agile-ის თემას დაეთმო

27 სექტემბერს თიბისიმ ტექ კომუნისთვის მორიგი შეხვედრა გამართა. ტექ სესიის ძირითადი ფოკუსი ლიდერის როლი ეჯაილში იყო. თიბისის ტექ ლიდერებმა აქტუალური საკითხები განიხილეს და ინდივიდუალურ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრნობით ისაუბრეს შემდეგ თემებზე:

  • რატომ არის ლიდერობა მნიშვნელოვანი ორგანიზაციისთვის და ლიდერის ზემოქმედება გარემოს ჩამოყალიბებაზე;
  • რას ნიშნავს იყო ლიდერი, ლიდერობის სტილები და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თითოეულს;
  • გუნდების ავტონომია (თვითორგანიზებულობა) და ლიდერის როლი თიბისიში;
  • როგორი ლიდერები გვჭირდება ორგანიზაციაში და როგორ აღმოვაჩინოთ ისინი;

„Agile Meetup-ზე განვიხილეთ თანამედროვე ლიდერების ტიპები, რა გამოწვევები აქვთ დღევანდელ სამყაროში მათ. ტექ აუდიტორიისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ეჯაილ გარემოში თანამედროვე ტენდენციები ლიდერშიპის მიმართულებით.“- ინგა ყელაურაძე, ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდი.

თიბისიმ, როგორც ტექნოლოგიურმა კომპანიამ, წელს უკვე მეოთხედ ჩაატარა Tech Meetup-ი, რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022