ფინანსები
24/05/2022

თიბისის მომხმარებელს ციფრული ბანკის დახმარებით ცხოვრების გამარტივება ყოველდღე შეუძლია

თანამედროვე ადამიანისთვის ციფრული ბანკი ყოველდღიურობის ნაწილია. თიბისის ციფრულ ბანკის აპლიკაციაში სხვადასხვა ფუნქციონალი და მომსახურება ერთადაა თავმოყრილი, რაც  შესაძლებლობას გვაძლევს სულ რამდენიმე წამში, ნებისმიერი ადგილიდან შევასრულოთ ფინანსური ოპერაციები. თიბისი, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია ყოველდღიურად ზრუნავს ციფრული ბანკის განახლებასა და გაუმჯობესებაზე.

კომუნალურების დაჯგუფება და გადახდა, IBAN სკანერის დახმარებით სხვასთან თანხის გადარიცხვა, ტელეფონის ბალანსის შევსება, უცხოური ვალუტის კონვერტაცია - ციფრული ბანკის ფუნქციონალების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ყოველდღე თიბისის 800 000-მდე მომხმარებელი იყენებს.

ახალი სარეკლამო კამპანია, რომელზეც თიბისის გუნდმა კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ ერთად იმუშავა, გვიყვება, თუ რა შეგიძლია გააკეთო აქ. ახლა, შენით, თიბისის ციფრული ბანკის გამოყენებით.

 „თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. ციფრული ბანკი არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელსაც წლების განმავლობაში ვავითარებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავუზოგოთ ჩვენს მომხმარებლების დრო და საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

2019 წელს თიბისის მობაილ ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა Global Finance-მა, რის შემდეგაც აპლიკაციის გაუმჯობესებაზე და რედიზაინზე პროფესიონალთა ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფები მუშაობენ.  

ნახეთ ახალი კამპანიის ვიდეო აქ.ახლა : გაიმარტივე ყოველდღიურობა შენით

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022