ფინანსები
30/07/2020

თიბისის მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ.ახლა, თიბისის მობაილბანკს კომუნალური გადასახადების დაჯგუფების და ერთიანად გადახდის ფუნქციონალი დაემატა.

დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, არსებული ან ახალი კომუნალური გადასახადების შაბლონები დააჯგუფოს და ის სასურველი ტიპის ჯგუფში გააერთიანოს. ასე გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც დაზოგავს მომხმარებლის დროს და მას ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

კომუნალური გადასახადების დაჯგუფება ძალიან მარტივია. ფუნქციონალით სარგებლობისთვის და გადასახადების ერთიანად გადასახდელად, მომხმარებელმა :

· გადარიცხვების მენიუდან უნდა აირჩიოს კომუნალური გადახდები;

· მონიშნოს შაბლონები, რომლის დაჯგუფებაც სურს;

· შექმნას ჯგუფი და დაარქვას მას სასურველი სახელი;

· მარტივად, ერთიანად გადაიხადოს დაჯგუფებული გადასახადები;

კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალით სარგებლობა თიბისის მობაილბანკთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა ინტერნეტბანკშიცაა შესაძლებელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023