ფინანსები
05/05/2023

თიბისის მხარდაჭერით პროექტი - "აჭარული მზითვის ფერი" - გრძელდება

7 მაისს, თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში, ფართო საზოგადოებას საშუალება ექნება დაესწროს ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის პერფორმანსს აჭარული ნაქარგობების თემაზე და იხილოს ფილმი „აჭარული მზითვის ფერი, რომელიც პარიზის მოდის ფილმების ფესტივალის გამარჯვებულია. 

“აჭარული მზისთვის ფერი” კიდევ ერთი, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პროექტია, რომლის მხარდაჭერასაც თიბისი განაგრძობს. პროექტი აჭარული ნაქარგობის ტრადიციის გაცოცხლებასა და პოპულარიზაციას ემსახურება.  

თიბისის მხარდაჭერით, ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის, რაც გულისხმობს მაღალმთიან აჭარაში ქარგვის ტრადიციების თანამედროვე მედიუმებში გადმოტანას. 

მხარდაჭერის ფარგლებში არაერთი ერთობლივი ინიციატივა განხორციელდა: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურმა სივრცემ აჭარული ნაქარგობის თემაზე ირმა შარიქაძის ფოტონამუშევრების გამოფენას, დოკუმენტური ფილმის - „აჭარული მზითვის ფერი" - ჩვენებასა და პანელურ დისკუსიებს უმასპინძლა. 

დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ხელსაქმის შესახებ, რომელიც არა მარტო აჭარის, არამედ მთელი ქვეყნის კულტურული ტრადიცია და საგანძურია. 

ახალი თაობისთვის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი შენარჩუნების მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.  სწორედ ამიტომ, პროექტის შემდგომი ეტაპის მიზანია აჭარული კულტურული მემკვიდრეობის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა, ახალი სიცოცხლისა და დანიშნულების მიცემა.

ამ მიზნით, ადგილობრივი ქალების მიერ აჭარული ნაქარგობით გაფორმებული მაისურები ირმა შარიქაძის ბრენდთან Irma de Flore თანამშრომლობით შეიქმნა. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, 100 უნიკალური საჩუქარი თიბისის და ფოტოხელოვანის პარტნიორებს თემის შინაარსის უკეთ გაცნობის მიზნით გადაეცა. 

თიბისის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში - “აჭარული მზითვის ფერი”-  კიდევ არაერთი საინტერესო ინიციატივაა დაგეგმილი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრადიციული კონტექსტის პოპულარიზაციას მათ ხელახლა აღმოსაჩენად და შესანარჩუნებლად, თემის გარშემო შექმნილ უნიკალურ ნამუშევრებს კი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023