ფინანსები
12/10/2023

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში DATA BOOTCAMP ჩატარდება

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ბათუმის ტექნოპარკის ორგანიზებით, 23-29 ოქტომბერს ბათუმში Data Bootcamp-ი გაიმართება.

მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ მიმართულებებს: ხელოვნური ინტელექტი (AI), მანქანური სწავლება (ML) და კომპიუტერული ხედვა (CV).

პროექტის ფარგლებში მონაწილეები აქტიურად ჩართვებიან ტრენინგებსა და მენტორშიფ სესიებზე, ფინალურ დღეს კი შექმნილ პროექტებს, წარუდგენენ ჟიურის წევრებს, რჩეული გუნდები და მონაწილეები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით.

Data Bootcamp-ის პარტნიორია თიბისი, რომელიც რჩეულ მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსში ჩაერთონ და თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად იმუშაონ მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

Data Bootcamp-ში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, პროგრამირებაში გამოცდილ და Data Science-ით დაინტერესებულ პირებს, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

Data Bootcamp-ი ჩატარდება ბათუმის ტექნოპარკში გ. ლეონიძის ქ. N15.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022