ფინანსები
01/06/2022

თიბისის, ქარის და სქროლის შეთავაზება

თუ თიბისის ბარათის მფლობელი ხარ, შეგიძლია, თიბისისა და ელექტრო ტრანსპორტის საზიარო სერვისის ქარის თანამშრომლობის ფარგლებში, გადახდილი თანხის 20-30% უკან დაიბრუნო.

აქცია ვრცელდება ქარის მოპედებზე და ქარი ამიზე, რომელთა მართვის  დროს თანხის 30 %-ი უკან, ბარათზე დაგიბრუნდება, ხოლო სქროლის მართვისას თანხის 20 % -ს დაიბრუნებ. თანხა ბარათზე გადახდიდან მეორე დღესვე ჩაგერიცხება.

შეთავაზება ვრცელდება თიბისის Visa და Mastercard ბარათებზე: თიბისის ნაკრები, კონცეპტ ბარათი, სტუდენტის ბარათი, სახელფასო ბარათი და ციფრული ბარათი.  

აქცია ვრცელდება თბილისსა და ბათუმში, სადაც ქარის და სქროლის ელექტროტრანსპორტი ხელმისაწვდომია.

თიბისის, ქარის და სქროლის თანამშრომლობა სრულად შეესაბამება თიბისის მდგრადი განვითარებისა  და გარემოზე ზრუნვის პოლიტიკას. კოლაბორაციის მიზანია გარემოს გაჯანსაღება, ტრანსპორტირების ეკო-მეგობრული საშუალებების პოპულარიზაცია და მათი მოხმარების გაზრდა.

ქარი და სქროლი ეკო-მეგობრული კომპანიებია, რომელთა ახლებური ტრანსპორტირების მეთოდი ცხოვრების თანამედროვე სტილზეა მორგებული. ქარის პროდუქტები მოიცავს ელექტრო-მოპედებს და ახლა უკვე ელექტრო მინი-მანქანებს, ხოლო სქროლის პრუდქტი -  ელექტრო სკუტერებს. მათი მართვა გარემოს ზიანს არ აყენებს, არ აბინძურებს და ხმაურს არ იწვევს.

ქარი, რომელიც მომავლის სატრანსპორტო მომსახურებას ქმნის, 2021 თიბისის ბიზნედაჯილდოების გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023