თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით 3 საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney-მ კი, აღნიშნულ სფეროში საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.
თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაცქიების მოცულობა, საერთშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვა. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 52%-ია.
„ვაჭრობის დაფინანსება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მთავარი ღირებულება, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს საერთაშორისო ოპერაციების კუთხით, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის პროცესში ვთავაზობთ - საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკების შემცირება და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსების შესაძლებლობაა. ასევე, მსოფლიოს მასშტაბით ყველა ძირითად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან ვთანამშრომლობთ, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის და პარტნიორებისთვის შესაძლებლობას ქნის, რომ წარმატებით განახორციელონ საერთაშორისო ოპერაციები. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ვაჭრობის დაფინანსების სფეროში, თიბისი ლიდერი ბანკია, რომელიც ყველაზე მსხვილი კაპიტალის მოცულობით, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას უზრუნველყოფს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
Commerzbank თიბისის უძველესი პარტნიორია ვაჭრობის დაფინანსების სფეროში. თანამშრომლობის ფარგლებში, პირველი საერთაშორისო ტრანზაქცია ბანკებმა 1999 წელს განახორციელეს და მას შემდეგ მომხმარებელს ერთობლივად არაერთი შესაძლებლობა შესთავაზეს.
Euromoney მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი პერიოდული გამოცემაა, რომელიც 50 წელია საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვას აქვეყნებს. დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღონისძიებაა საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში და აღნიშნული მიმართულებით, გლობალური მასშტაბის ერთგვარ საზომს წარმოაგდენს. Euromoney-ს ჯილდო ისეთ კოპანიებსა და ადამიანებს გადაეცემათ, რომლებიც ლიდერობითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევიან.