ფინანსები
12/08/2022

თიბისიმ საუკეთესო ინოვაციური და ციფრული სერვისებისთვის 9 ჯილდო მიიღო

გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2022 წელს, თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 9 ნომინაციაში მიაღწია.

„ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესოდ დაგვასახელეს  ისეთ კატეგორიებში, როგორებიც არის საუკეთესო UX დიზაინის (სამომხმარებლო გამოცდილების), საუკეთესო ციფრული გადახდების და განაცხადების, საუკეთესო ონლაინ სახაზინო სერვისების მქონე ბანკი. ჩვენთან ერთად ამ კატეგორიებში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ და ვფიქრობ, ეს ჯილდო ჩვენი განსაკუთრებული გუნდის დამსახურებაა,” - ამბობს ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ტექნოლოგიების ლიდერი და გენერალური დირექტორის მოადგილე.

Global Finance-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რეპუტაციული გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში ადევნებენ თვალს. უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს და აჯილდოვებს ფინანსურ ინსტიტუტებს.

ბოლო წლებში, ციფრულ არხებში მომსახურებას განსაკუთრებით დიდი როლი აქვს მომხმარებლის ცხოვრებაში. თიბისისთვის გაციფრულება სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც თიბისის გუნდი ყოველდღე ავითარებს იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გამარტივდეს.

„პანდემიამ ბანკების გაციფრულების პროცესი დააჩქარა, ჩვენ ვხედავთ, როგორ სწრაფ ევოლუციას გადის ციფრული სერვისები საფინანსო სფეროში.  ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც საუკეთესო და გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები დანერგეს,  ჩვენ მიერ შეფასდა, როგორც Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკები 2022 წელს,” - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.

თიბისის მიერ მოპოვებული ჯილდოები ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე იყო შეფასებული, როგორებიც არის საუკეთესო ციფრული სტრატეგია, ციფრული შეთავაზებების მაღალი ხარისხი და აქტუალურობა, ციფრული პროდუქტების ფართო არჩევანი, არხების დიზაინი და ფუნქციონალი.

თიბისის აქტიური კომუნიკაცია სოციალურ ქსელებში, ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საამაყოა, რომ რეგიონის მასშტაბით საუკეთესო ბანკად სოციალურ მედია მარკეტინგსა და სერვისებში ასევე თიბისი დასახელდა.

თიბისის გუნდი ყოველდღიურად აგრძელებს ციფრული არხების დახვეწას მომხმარებლებთან ერთად იმისთვის, რომ შექმნას საუკეთესო გამოცდილება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023