ფინანსები
25/10/2021
თიბისიმ EFSE-სგან $10 მლნ-ის ფინანსური რესურსი მოიზიდა
თიბისი ბანკმა ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) $10 მლნ-ის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მხარეებმა სასესხო ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.
შეთანხმების მიხედვით, თიბისი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს საინვესტიციო და სამუშაო კაპიტალის საჭიროებების დასაფინანსებლად გამოუყოფს სესხს.
ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ამ ფინანსური ინსტრუმენტით ბანკი მხარს დაუჭერს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებას, რაზეც დიდი მოთხოვნაა.
EFSE-ს საბჭოს თავმჯდომარე კლაუს მიულერი TBC-ის ძლიერ პოზიციებზე მიათითებს პანდემიის პირობებში და ახალი რესურსით ფინანსურ ხელმისაწვდომობის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას.