ფინანსები
13/05/2021

თიბისი საზედამხედველო კაპიტალით ბაზრის ლიდერია

თიბისი ბანკმა I კვარტალი 160 მლნ ლარის მოგებით დაასრულა (Q1/2020 - ზარალი 227.4 მლნ) და Q1/2021-ის მდგომარეობით, მომგებიან ბანკებში (12) 38.6%-იანი წილით მე-2-ეა.

3.3 მლრდ-ის საზედამხედველო კაპიტალით ბაზარზე ლიდერ პოზიციას იკავებს. წელს კაპიტალის გაზრდა 2.5%-ით უწევს. სებ-მა პანდემიის კრიზისის გაურკვევლობის მიუხედავად, სისტემურობის ბუფერით გათვალისწინებული განაკვეთი სისტემურ ბანკებს არ შეუმცირა. თიბისის 2020-ის ბოლოს კაპიტალის 2%-იანი ბუფერის შექმნა მოუწია.

თიბისი ბანკი, სექტორში ყველაზე მსხვილი აქტივებით და კაპიტალით, უკუგების კოეფიციენტებით მე-2-ა ROA – 2.9%; ROE-28.45%.

თიბისი ბანკმა ინვესტორებს კვარტალური ანგარიში 18 მაისს გამოქვეყნებაზე უკვე აცნობა

 

თიბისი ბანკი  

Q1/2021 (₾) 

2020(₾) 

აქტივები 

22 655 433 000 

21 727 529 000 

სესხები 

15 024 300 000 

14 911 967 000 

დეპოზიტები  

14 394 160 000 

12 842 808 000 

 

 

 

 

მათ შორის  ფიზ. პირების  

 7 704 700 000 

 7 275 258 000 

წმინდა მოგება (ზარალი) 

 159 964 000 

  123 181 000