ფინანსები
12/02/2021

თიბისი სამეთვალყურეო საბჭოს ახალ თავმჯდომარეს და წევრს ეძებს

თიბისი ბანკი სამეთვალყურეო საბჭოს ახალ თავმჯდომარეს და წევრს ეძებს.

ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის სტანდარტების შემოღების შემდეგ თანამდებობების დატოვება მოუწევთ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ენუქიძეს, ასევე ნიკოლას დომინიკ ჰააგს, რომელიც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეა.

კორპორაციული მართვის კოდექსის განახლებული ვარიანტით, დაზუსტდა და  დაიხვეწა სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის კრიტერიუმები, თუ აქამდე 9 წლის მანძილზე ითვლებოდა პირი დამოუკიდებელ წევრად, ახლა 7 წლის მანძილზე ჩაითვლება. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ენუქიძისა და ჰააგის შემცვლელის მოძიება გახდა საჭირო.

თიბისი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება შემცვლელების მოძიება და ცვლილებები 2021 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ენუქიძე 2016 წელს თიბისი ბანკის ჯგუფის პრემიუმ ლისტინგში გადასვლის შემდეგ, დაინიშნა დირექტორთა საბჭოს უფროს დამოუკიდებელ წევრად.

რაც შეეხება ნიკოლას დომინიკ ჰააგს ის 2013 წელს დაინიშნა სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო 2016 წლის მაისიდან ის არის თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023