
თიბისი ყველაზე მომგებიანია
სისტემური ბანკებიდან მოგება მხოლოდ თიბისის გაეზარდა. წლიურად (Y.Y) 25%-ით. აპრილში კი 35%-იანი (m.m) მატება აქვს (Q1/2022 – 206.3 მლნ).
საქართველოს ბანკმა გასულ წელთან შედარებით 35%-ით ნაკლები მოგება მიიღო. 4 თვის წმინდა მოგება 210.3 მლნ ლარია. ლიბერთის კი აპრილში 4 მლნ -ით, 12.7 მლნ ლარამდე შეუმცირდა.
რუსული ვნეშტორგბანკის შვილობილი ვითიბი ბანკი, რომლის აქტივებიც, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ბაზისბანკმა და ლიბერთიმ შეიძინეს, შესაბამისად ხუთეულს გამოეთიშა.
საქართველოს დატოვებამდე ზარალი ყოველ თვეს ეზრდება. 4 თვის უკვე 46.6 მლნ ლარს აღწევს.
რუსულ ბანკს ზარალი პორტფელის დისკონტით გასხვისების გამო წარმოექმნა. რამ გაზარდა ხარჯი? – სესხების იაფად შესყიდვამ. მაგ: თუ სასესხო ვადის ბოლოს ვითიბისთვის კლიენტს უნდა დაეფარა 1 000 ლარი (პირობითად), პორტფელის მყიდველმა დაუფარა ₾800 , ვადამდე.
ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით
01.05./2022 01.05.2021 |
თიბისი ბანკი 279,423 223.0 |
საქართველოს ბანკი 210,296 283.3 |
ბაზისბანკი ბანკი 21,7 10.0 |
ლიბერთი ბანკი 12,7 14.4 |
პროკრედიტ ბანკი 13,4 13.0 |
წყარო: კომერციული ბანკები |