ფინანსები
18/12/2020
თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 6 მლნ ევროს რესურსი მოიზიდა
თიბისი ლიზინგმა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან (EBRD) 6 მლნ ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა.
შუამავლობის ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის მიიმართება.
როგორც EBRD-ის რელიზშია ნათქვამი, ქვეყნის უმსხვილესმა სალიზინგო კომპანიასთან გაფორმებული პროექტი ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის ამაღლებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის გაფართოებას, გონივრული სალიზინგო პრაქტიკისა და პორტფელის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას.
EBRD-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსის მიზანია დაეხმაროს კომპანიებს პანდემიით გამოწვეული ფინანსური პრობლემების მოგვარებაში.
თიბისი ლიზინგი საქართველოში ყველაზე მსხვილი, უნივერსალური სალიზინგო კომპანიაა.