ფინანსები
18/09/2023

თიბისი კაპიტალი: ფულად გზავნილებში ევროკავშირი წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს

გასულ კვირაში, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო. პროგნოზის მხრივ, ასევე უცვლელია საბაზო სცენარი, რომელიც წლის ბოლომდე განაკვეთის 9.5%-მდე დაწევას გულისხმობს. ამასთან, კომიტეტის პრესრელიზში დაფიქსირებული კომუნიკაციის ტონის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე წელს, შედარებით მხოლოდ მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მეტი შერბილებაც ვიხილოთ.

აგვისტოს საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები კვლავ დაბალ ნიშნულზეა. დეტალური ჩაშლა მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება, თუმცა თიბისი კაპიტალის აზრით, მიზეზები წინა თვის ანალოგიური უნდა იყოს, როდესაც ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს საერთაშორისო სასაქონლო ფასების ნორმალიზება წარმოადგენდა.

დაბალი ზრდა ასევე გზავნილების კუთხითაც იკვეთება, თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული უფრო ერთჯერადი ფაქტორებითაა განპირობებული. მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოში რუსეთიდან გზავნილების უკვე მხოლოდ ძალზედ მცირედით კორექტირების შემდეგ, ევროკავშირი ინარჩუნებს ყველაზე მაღალ, 40.3%-იან ხვედრით წილს და წლიური ზრდის ტემპი აშშ დოლარში 21.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე რუსეთია, დაახლოებით 19.3%-ით, მე-3 ადგილს კი, 14.3%-ით ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს.

გაეცანით პუბლიკაციის სრული ვერსიაა ბმულზე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022