ფინანსები
30/10/2020
თიბისი კაპიტალი: ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების წილი სტაბილურია
ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი სტაბილურია, - აცხადებს თიბისი კაპიტალი.
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, 1-27 ოქტომბრის პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხების ზრდა წლიურ ჭრილში 27%-ზე და ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი მეტწილად სტაბილურობას ინარჩუნებს.
24 ოქტომბრის მდგომარეობით თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7 დღის საშუალოს წლიური
ცვლილება დადებით ნიშნულს დაუბრუნდა და +2% შეადგინა.