თიბისი კაპიტალი 2021 წლის მეორე ნახევრამდე რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ ელოდება
2021 წლის მეორე ნახევრამდე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ არის მოსალოდნელი -აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში. გარდა ამისა, კვლევაში ნათქვანმია, რომ საგარეო დაფინანსების არსებული გეგმის პირობებში სავალუტო ინტერვენციების გასაგრძელებლად რესურსი საკმარისია, თუმცა, ევრობონდის დაფარვის გეგმა გარკვეულ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ლარის ეფექტური კურსის არსებულ დონეზე შენარჩუნების პირობებში ინფლაცია მომდევნო თვეებში სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს დარჩება.
„მიუხედავად ლირის და რუბლის გაუფასურებისა, ლარის ეფექტური კურსი არ გამყარებულა. რეგიონის ვალუტების არსებულ დონეზე შენარჩუნება და სავალუტო ინტერვენციების გაგრძელება ლარის არსებულ დონესთან ახლოს შენარჩუნების წინაპირობაა“-ნათქვამია კვლევაში.