ფინანსები
02/10/2020

“თიბისი დაზღვევა“ კრიტიკული დაავადებების სადაზღვევო ლიმიტს ზრდის

„თიბისი დაზღვევა“ დაახლოებით 2 კვირაში ბაზარზე განსაკუთრებით კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პაკეტის განახლებულ ვერსიას გამოიტანს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირეტორმა პაატა ღაძაძემ განუცხადა, ეს იქნება ბევრად უფრო გაზრდილი ლიმიტები, რადგან მსგავსი დაავადებების მკურნალობა დიდ ხარჯებს უკავშირდება.

როგორც პაატა ღაძაძე აღნიშნავს, ექსტრა დაზღვევა მომხმარებელს 7 კრიტიკული დაავადების დაზღვევას სთავაზობს: ავთვისებიანი სიმსივნე, გულის ინფარქტი, ინსულტი, გულის შუნტირება, თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე, დამბლა და სიბრმავე.

„ექსტრა დაზღვევით სარგებლობა შესაძლებელლია 18-დან 61 წლამდე მომხმარებლისთვის.  პროდუქტით ვერ ისარგებლებენ მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ერთ-ერთი მაინც აქვს მომხმარებელს გადატანილი ან თუ ელოდება ამ დაავადებების გამოკვლევების პასუხს.

ექსტრა დაზღვევის შესაძლებელია მარტივად, ონლაინ შეიძინო. ჩვენ ანაზღაურების სხვადასხვა ლიმიტს ვთავაზობთ მომხმარებელს, მინიმალური ლიმიტი 25 000 ლარია, მაქსიმალური - 150 000 ლარი.  ამ მძიმე დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში, თანხას ერთჯერადად, სრულად ვანაზღაურებთ და  სრულ თავისუფლებას ვანიჭებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ  შეგიძლია თავად წყვეტს როგორ დახარჯო თანხა,“ - აცხადებს ღაძაძე.

მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევას ამოქმედებამდე 6 თვიანი მოცდის პერიოდი აქვს. ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევის მოცდის პერიოდი კი მხოლოდ 3 თვეა და სადაზღვევო პერიოდი იწყება დაზღვევის შეძენიდან მეორე დღესვე. შემთხვევა ანაზღაურდება, თუ სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ მოხდა დაავადების დიაგნოსტირება.

„სხვა კომპანიები კიბოს პირველი სტადიის დიაგნოზის შემთხვევაში ანაზღაურებას არ გასცემენ, ჩვენ ასეთ დროს სადაზღვევო თანხის 10%-ს ვანაზღაურებთ.

ექსტრა დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში, დამატებით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი დიაგნოზისა და დანიშნული მკურნალობის გადაამოწმების უფასო სერვისით, ისეთ კლინიკებში როგორიცაა: Harvard Medical School teaching hospitals – US; Philadelphia International Medicine – US; University of Pittsburgh Medical Center (UPMC) US; Kings College of London – London, UK და სხვა.

ასევე ჩვენ ვეხმარებით კლიენტს საზღვარგარეთ შერჩეულ კლინიკაში მკურნალობის დაგეგმვაში. რაც ვიზიტის დანიშვნას, კლინიკაში განთავსებასა და მკურნალობის ორგანიზებას გულისხმობს.

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზებაშია შვილის ანალოგიური პირობებით, უსასყიდლოდ დაზღვევა ანუ კლიენტი დაზღვევისას, ავტომატურად აზღვევს 18 წლამდე ასაკის შვილსაც და სარგებლობს იმავე მომსახურებით. შვილების რაოდენობა შეზღუდული არ არის. თუკი მათ დაზღვევით სარგებლობა დასჭირდათ, ასანაზღაურებელ ლიმიტს თანხა არ დააკლდება,“ - აცხადებს პაატა ღაძაძე.