თიბისი ბიზნესს 250 000 ლარამდე სესხს უზრუნველყოფის გარეშე სთავაზობს
პირველად საქართველოში, ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად, თიბისიში უკვე შესაძლებელია 250 000 ლარამდე სესხით სარგებლობა ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველოფის გარეშე.
შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ განაცხადი უნდა შავსონ, რის შემდეგაც მათ თიბისიდან დაუკავშირდებიან. სესხის დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურია და ის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება.
„საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბიზნესებს სჭირდებათ ფინანსური რესურსი, როგორც საქმიანობის გასაგრძელებლად, ისე განვითარებისთვის. თიბისის მისიაა გაუმარტივოს მომხმარებელს ცხოვრება, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებისა და პროცესების გამარტივების კუთხით. ამ დრომდე, საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესსესხის ლიმიტი 50 000 ლარი იყო, ჩვენ ეს ზღვარი 250 000 ლარამდე ავწიეთ. დარწმუნებული ვართ, ახალი ფინანსური რესურსის გაჩენა ბაზარზე დადებით გავლენას მოახდენს და ბიზნესებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება არსებული გამოწვევის ფონზე საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად“, - ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
250 000 ლარამდე ბიზნესსესხის შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე განაცხადის შევსება, შესაძლებელია ბმულზე