ფინანსები
28/07/2020

თიბისი ბიზნესებს საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალ პროგრამას სთავაზობს

ბიზნესის მხარდასაჭერად, აქ.ახლა, თიბისიმ  საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალი პროგრამა შექმნა. პლატფორმის მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველა ის სასესხო პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია საბრუნავი საშუალებების ფინანსირებისთვის და მომხმარებელს გაუმარტივოს ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პროდუქტებითა და გადახდის მოქნილი პირობებით სარგებლობა.

საბრუნავი საშუალებების ფინანსირება მოიცავს:

  • სასაქონლო მარაგების და ნედლეულის შეძენას;
  • პროდუქტის ან მომსახურების მომწოდებლების მიმართ წარმოქმნილი დავალიანების გასტუმრებას;
  • საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა: იჯარის გადასახადი, კომუნალური გადასახადი, სახელფასო ხარჯი, ტრანსპორტირების ხარჯები, რეკლამის და მარკეტინგის ხარჯები და სხვა.

„დღეს ბიზნესებისთვის ერთ-ერთი  ყველაზე მთავარი საჭიროება  საბრუნავი საშუალებების ფინანსირებაა. თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის მიზანი იყო  შეექმნა პროგრამა, რომლითაც შეძლებდა  ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებას და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას. პროგრამის ფარგლებში, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზებთ განახლებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რაც მათ ბიზნესის უკეთესად მართვაში დაეხმარება“, - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

საბრუნავი საშუალებების ფინანსირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე, სადაც დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსებაც შეუძლიათ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023